რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს, უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"კარგი და მნიშვნელოვანი საუბარი იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოვაცოცხლოთ დიპლომატია და მოვაახლოვოთ მშვიდობა. მშვიდობა საჭიროა - მშვიდობა ღირსებით და დიდი ხანია, უკრაინა ამისთვის მზადაა. 

ჩვენი გუნდები მჭიდრო კონტაქტში რჩებიან, მათ შორის იმისთვის, რომ მუშაობა გავაგრძელოთ ყველა საკითხზე, რაც განვიხილეთ. მადლობას ვუხდი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს მშვიდობისთვის გაწეული პირადი ძალისხმევისთვის. მადლიერები ვართ დონალდ ტრამპის და ამერიკელი ხალხის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის". - წერს ზელენსკი. 

კომენტარები