გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანიამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, თუმცა მოსკოვის უკრაინაში შეჭრის პასუხად დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.
"რუსეთის ეკონომიკა ინგრევა". - თქბა ჰაბეკმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.
მისი თქმით, გერმანიამ რუსეთის ეკონომიკის ნგრევაში საკუთარი წვლილი შეიტანა – მარტში, რუსეთში ექსპორტის 60%-ით შემცირებით. აპრილის მონაცემებით კი ეს რიცხვი უფრო გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებში მონაწილე გერმანიის მოკავშირე ქვეყნებს, ჰაბეკის თქმით, გასულ თვეებში რუსეთში ექსპორტები 53%-ით დაეცა, ნეიტრალური პრორუსულ ქვეყნებში კი 45%-ით.
"პუტინი ფულს კვლავ იღებს, თუმცა დრო რუსეთისთვის არ მუშაობს, ის რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს". - აღნიშნა ჰაბეკმა.
ჰაბეკის თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთმა დაკარგა წვდომა ისეთ ნაწილებზე წვდომა, რომელიც ომში ბრძოლისთვის აუცილებელია. მაგალითად, "თვითმფრინავების უსაფრთხოების განახლებისთვის აუცილებელი ნაწილები, ამის შედეგად ამ თვითმფრინავებს ფლოტიდან ახლო მომავალში დაითხოვენ".