5 ივლისი

ვოლსკი 5 ივლისზე: რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?

"რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?" - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ 5 ივლისზე საუბრისას თქვა. ის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არის კითხვები ტენდენციების შესახებ, "როდესაც საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე, 5 ივლისსა და მასთან თანმხლებ მოვლენებზე, უმცირესობების უფლებებზე, ჟურნალისტების დაცვაზე, მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობასა და კანონის უზენაესობაზე". კარცელის თქმით, ამ ყველაფრის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა.

"ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია. დამატებით კითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? – საქართველოშიც და ევროპაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალადობაზე არიან გადასული უამრავი სხვადასხვა ნიშნით – გენდერული თანასწორობა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, უმცირესობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება.

რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში? არსებობს სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს (ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში), თუ ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, მათ შორის 5 ივლისის დანაშაულს" - თქვა გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

კომენტარები