დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლა იყო, დაჭრილია 3 პირი.
ტელეკომპანია ფორმულას თქმით, 2 მათგანი მსუბუქად, 1 კი შედარებით მძიმედაა დაჭრილი. მთავარის ინფორმაციით კი, დაჭრილებს შორის არის ორი 17-18 წლის ბიჭი და ერთი ქალი.
ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, სროლისას შემთხვევით დაიჭრა გამვლელი ქალიც.
ტაბულა დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
სროლა
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე, სროლის შედეგად, 3 პირი დაჭრეს

ფორმულა



