იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"ონისეს დახვდნენ სახლთან, 3 კაცი შედგა და ცემა. გადავდივართ კლინიკაში. მძიმე დაზიანებები არ აქვს. ქართული ოცნება არის ტერორისტული რეჟიმი და ამას აუცილებლად მალე დაამტკიცებს დამოუკიდებელი სასამართლო." - დაწერა ოქრიაშვილის მეუღლემ, მარიამ სამუშიამ სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით მან მედიასთან აღნიშნა, რომ პირებმა ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!"
ონისე ოქრიაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევებს უტარებენ.



