რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

kalush Orchestra-მ ევროვიზიის ჯილდო უკრაინის დასახმარებლად $900 000-ად გაყიდა

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა Kalush Orchestra-მ კონკურსშიმოპოვებული ჯილდო უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე, $900 000-ად გაყიდა. 

ბროლის მიკროფონის აუქციონი Facebook-ის საშუალებით გაიმართა და მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინაში დამზადებული PD-2 ტიპის დრონების შეძენაა.

17 მაისს Kalush Orchestra-მ უკრაინული საქველმოქმედო ფონდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ევროპაში ტურნე დაანონსა. ამის შესახებ ჯგუფმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ოლეგ პსიუკის თქმით, მათი მიზანი ასევე მუსიკაში უკრაინული ენის პოპულარიზაცია და უკრაინული კულტურის გავრცელების ხელშეწყობაა.

ჩვენ ვაპირებთ ევროპაში ტურნეს გამართვას, რათა თანხმა შევაგროვოთ უკრაინისთვის და მისი შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენ მალე ჩვენს Instagram გვერდზე დავაანონსებთ ქალაქს, სადაც კონცერტს გავმართავთ". – ამბობს Kalush Orchestra-ს წევრი, ოლეგ პსიუკი.  

15 მაისს, უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Stefania. 

კომენტარები