26 მაისს, საზეიმო დღეს როცა არ იცი რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს, იმისთვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამ არასწორი განცხადებით, მან სცადა რა თქმა უნდა სასამართლო სისტემის, ანუ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, შინაარსში საჭიროა არგუმენტები. ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ პრეზიდენტი როდესაც აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემა და ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტის დამცველს.
ქართული ოცნება
კობახიძე ზურაბიშვილზე: როცა 26 მაისის საზეიმო დღეს არ იცი რაზე ისაუბრო, სერიოზული პრობლემაა
tbl.ge/60qu
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე 26 მაისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- "ჩვენ წინააღმდეგ ორკესტრირებული სადამსჯელო ქმედებაა მომართული" – ტელევიზიების განცხადება
- კომუნიკაციების კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელი წარმოებაში მიიღო
- ჩხარტიშვილი: არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ მტრით გარშემორტყმული ქართველების სტუმართმოყვარეობა
- მედიაკოალიცია ოცნების სარჩელზე: შეუთავსებელია დემოკრატიული მართვის პრინციპებთან
- საკრებულოს დეპუტატი რუსებზე: ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, თავმდაბლობა გამოვიჩინოთ ერის წინაშე