რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ქვეყნებს უკრაინის აღდგენაში მონაწილეობისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Arnd Wiegmann/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ვიდეოჩართვისას ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენას "დიდი ეკონომიკური შესაძლებლობა" უწოდა

"ჩვენ გავანადგურებთ ჩვენს მეზობელს [რუსეთს] და თავიდან ავაშენებთ ქალაქებსა და ინდუსტირებს". - თქვა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკიმ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც კომპანიებს უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. 

"ჩვენ ისტორიულ შესაძლებლობას გთავაზობთ - ომის შემდგომი აღდგენა შესაძლოა იყოს სწრაფი და ეფექტური. უკრაინა მიიზიდავს საუკეთესოებს". - თქვა ზელენსკიმ და მსოფლიო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები