გერმანიის სამი პარტიისგან შემდგარი, მმართველი კოალიცია გეგმავს, რომ ყოფილ კანცლერს, გერჰარდ შროდერს პრივილეგიები ჩამოართვას. ამის მიზეზად კი შროდერის რუსეთთან ხანგრძლივი კავშირები სახელდება.
პრივილეგიათა ჩამორთმევა გულისხმობს, ოფისისა და თანამშრომელთა შენახვის ხარჯების შეზღუდვას. შროდერი გერმანიის მთავრობის მეთაური 1998-2005 წლებში იყო. მისი პარტიის განმარტებით, პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ გერმანიის ყოფილი ლიდერის ზოგიერთი პრივილეგია რეალურ მოვალეობებს უკავშირდება და არა ყოფილი კანცლერის სტატუსს.
შროიდერი რუსეთის სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი ენერგოკომპანიებთან კავშირის გამო ბოლო თვეებში, უკრაინის ომის პარალელურად, მეტად იზოლირებულია. იგი Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და ასევე ჩართულია Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტებში.
წლის დასაწყისში მის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა, რამდენიმე თანამშრომელმა მისი პარტიაც კი დატოვა კიდეც, რადგან ცნობილი გახდა, რომ მან New York Times-თან აღნიშნა, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა "გამოძიებას საჭიროებდა", თუმცა, მისი თქმით, ამის შესახებ ბრძანებას მისი დიდი ხნის მეგობარი, ვლადიმირ პუტინი არ გასცემდა.





