რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ჩერნიგოვის ოლქში ოკუპანტების გამო დაახლოებით 3500 შენობა განადგურდა

REUTERS

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, კიევის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვის ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების გამო დაახლოებით 3500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა. 

"ზარალის მასშტაბები რუსეთის მზადყოფნაზე მიუთითებს, რაც დასახლებული პუნქტების წინააღეგ მძიმე არტილერიის გამოყენებას უკავშირდება. შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ოკუპანტები საკუთარი ფრონტის მიღმა საბრძოლო თვითმფრინავების რეგულარულ ფრენებს ერიდებიან და საარტილერიო ბომბებს იყენებენ.

უახლოეს მომავალში რუსეთი დონბასში საარტილერიო დაბომბვებს გააძლიერებს, რათა ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიოს". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები