საზმაუს სამეურვეო საბჭო

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს

გია მურღულია / დავით ქართველიშვილი

პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს. ისინი პირველი არხის სამეურვეო საბჭოში საქმიანობას 2 ივლისიდან შეუდგებიან.

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ პოზიციაზე თავისუფალია კიდევ ერთი ვაკანსია, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს. 

"არჩეული პირები 2 ივლისიდან შეუდგებიან საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. ერთი ვაკანსია თავისუფალი დარჩა, რომელიც ოპოზიციის წარმოსადგენი ვაკანსია გახლავთ. ჩვენ რეგლამენტში ცვლილებები მივიღეთ და კანდიდატურის დასახელების ახალი პროცედურაა - თუ აქამდე ღია კონკურსი, კომისია და ა.შ. იყო საჭირო, 1-ელი ივლისიდან, როდესაც ძალაში შევა რეგლამენტი, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაასახელოთ ერთი კანდიდატი პლენარული სხდომისთვის. როცა მზად იქნებით, რომ კანდიდატი დაასახელოთ, პარლამენტი კენჭს უყრის". - თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები