რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი რუსული ნავთობის ემბარგოზე: შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

REUTERS

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. "არ გვაქვს ერთსულოვნება ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით" - დამატებით განმარტა ბორელმა.

"სამწუხაროდ, დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ". - უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს.

მანამდე, 4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სანქციათა ახალ პაკეტში რუსეთის წინააღმდეგ ემბარგო აუცილებლად გათვალისწინებული იქნებოდა. 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები