რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დაუდასტურებელი ცნობებით, მოსკოვის ოლქში აფეთქებას თავდაცვის მაღალჩინოსანი ემსხვერპლა

დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით, 9 ივნისს მოსკოვის ოლქში, ბალაშიხში, მომხდარი მანქანის აფეთქების შედეგად მოკლულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, დამირ დავიდოვი.

თავდაპირველად ინფორმაცია უკრაინელმა ბლოგერმა ანატოლი შარიმ და ანონიმურმა ტელეგრამ არხმა ВЧК-ОГПУ-მ გაავრცელა. ცნობა შემდეგ სხვა ტელეგრამ არხებმაც გამოაქვეყნეს. მოკლულ პირად დავიდოვი დაასახელა უკრაინულმა ვებგვერდმა INSIDER UA-მაც. დავიდოვი ცხოვრობდა იმ შენობის მახლობლად, სადაც აფეთქება მოხდა.

INSIDER UA წერს, რომ აფეთქებისთვის 500 გრამი ტროტილი გამოიყენეს.

57 წლის დავიდოვს პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. მისი გვარი პირველად გასაჯაროვდა იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც კსკ ვაგნერის დამფუძნებელმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული დაპირისპირების დროს გაავრცელა. ის იყო სამი სამხედროდან ერთ-ერთი, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ რუსეთის არმიაში საბრძოლო მასალის განაწილებაზე.

კომენტარები