ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

FT: რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების პაკეტი საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც ეხება

REUTERS/Johanna Geron/File Photo

Financial Times იუწყება, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების 21-ე პაკეტი რუსეთის გარეთ მოქმედ კრიპტოკომპანიებსა და პლატფორმებსაც მოიცავს, რომლებსაც ევროკავშირი სანქცირებული სუბიექტების მომსახურებასა და სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში ადანაშაულებს. ახალი სანქციების პაკეტში ჩამოთვლილი ქვეყნების სიაში გამოცემა მსგავსი პლატფორმების კონტექსტში საქართველოსაც ახსენებს.

ახალი სანქციები ასევე 31 რუსულ ბანკსა და მესამე ქვეყნების 20 ნავთობტრეიდერს მოიცავს.

FT წერს, რომ ოფიციალური პირების განცხადებით, ახალ სიაში შედის 11 კრიპტოპლატფორმა ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან, ოთხი ბანკი ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან და ხუთი ნავთობტრეიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიაში მსახურობდნენ, სავიზო შეზღუდვბსაც გეგმავს.

ევოკავშირი ასევე განიხილავს რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის დაგეგმილი ზრდის იანვრამდე გადავადებას, რათა შეზღუდოს ირანთან ომის შედეგად ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული მოსკოვის შემოსავლების მატება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი მხარდაჭერა 15 ივლისამდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფასის ზედა ზღვარი ავტომატურად გაიზრდება ამჟამინდელი 44.10 დოლარიდან ერთ ბარელზე.

სანქციების ახალი პაკეტი ასევე სხვადასხვა ლითონისა და საზღვაო პროდუქციის იმპორტის აკრაძალვას  ეხება.

კომენტარები