რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგოროდთან დიდი აფეთქება საბრძოლო მასალის საწყობზე უკრაინის დარტყმის შედეგი იყო

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობსა და რუსი სამხედროების მართვის პუნქტებზე იერიშები მიიტანეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 8-9 ივნისს მათ იერიშები მიჰქონდათ რუსეთის ძალების რამდენიმე ობიექტზე. 8 ივნისს ბელგოროდის ოლქში, პროხოროვკის რაიონში, დაზიანდა საბრძოლო მასალების საწყობი. შედეგად მომხდარი დიდი აფეთქების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

უკრაინელებმა ასევე, დარტყმები მიიტანეს ოკუპირებულ დონეცკის ოლქში, ბელგოროდსა და კურსკის ოლქებში მდებარე რუსულ მართვის პუნქტებზე.

 

კომენტარები