NATO-რუსეთი

NATO-ს მიერ პირდაპირ საფრთხედ გამოცხადების შემთხვევაში, რუსეთი ამ საფრთხის შექმნით იმუქრება

სერგეი რიაბკოვი
МИД России / Global Look Press

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, თუ NATO მოსკოვს უშუალო საფრთხედ გამოაცხადებს, რუსეთი ასეთ საფრთხეს შექმნის. 

"მათ უშუალო საფრთხეს შევუქმნით, რათა ამ შეფასების სიმაღლეზე ვიყოთ". – უპასუხა რიაბკოვმა შეკითხვას, თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია, თუ NATO საკუთარ სტრატეგიაში მოსკოვს "უშუალო საფრთხედ" გამოაცხადებს. 

გასულ დღეს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს ქვეყნები, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც ივნისისთის მზადდება, რუსეთის ქცევას "პირდაპირი საფრთხის" დახასიათებას მიანიჭებენ. 

ე.წ. სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტი განსაზღვრავს ალიანსის პრიორიტეტებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი დასრულება იგეგმება მადრიდის სამიტამდე, რომელიც ივნისის ბოლოს ჩატარდება. საბუთის წინა ვერსია, რომელიც 2010 წელს გამოიცა, რუსეთს ახასიათებდა როგორც "პარტნიორს".

ასევე, რიაბკოვმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს "არ უნდა ჰქონდეს ილუზია", რომ რუსეთი "ამას შეეგუება". მან ამ შესაძლებლობას "მძიმე შეცდომა" უწოდა და დაამატა, რომ მას "შორს მიმავალი შედეგები" მოჰყვება.

კომენტარები