რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვადასტურებ 2 ნაპრალს, ვიწყებთ ევაკუაციას"– უკრაინული მედია МОСКВА-დან ჩანაწერს ავრცელებს

უკრაინული მედია ავრცელებს ჩაძირული რუსული სამხედრო ხომალდ МОСКВА-დან ხმოვან ჩანაწერს, რომელიც მათი მტკიცებით, კრეისერის ჩაძირვამდეა ჩაწერილი. 

ჩანაწერში ისმის, რომ კაპიტანი დახმარებას ითხოვს, რადგან აცხადებს, რომ კრეისერზე ორი ნაპრალია და ეკიპაჟის ევაკუაციას იწყებს. 

"მოსკოვი 1-ლი ვარ, ორი ნაპრალია, გვერდით გადახრა გვაქვს 30 გრადუსით, ვადასტურებ, ნაპრალი წყლის ქვემოთაა, როგორ გესმით? ხიდი მოწყვეტილია, ვიწყებთ ეკიპაჟის პასიურ გადარჩენას".- ისმის ჩანაწერში. 


კუნძულ ზმეინზე თავდასმის დროს რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ორჯერ გაუმეორეს: "მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!", რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: "რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!".

რომან გრიბოვს "ჩერკასისადმი გაწეული სამსახურისთვის" ჯილდოც გადაეცა.

აღნიშნული ხომალდი, კრეისერი Москва ჩაიძირა. მას 2 უკრაინული ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი მოხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილის დილას დაადასტურა, რომ კრეისერი Москва ჩაიძირა, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს გემის ბუქსირების დროს მოხდა.

მანამდე, მოსკოვი ამტკიცებდა, რომ მათ ეკიპაჟის გადარჩენა შეძლეს, თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ზოგიერთი უკრაინული წყარო და ამბობენ, რომ ხომალდის ბორტის დიდი ნაწილი მოკვდა და მათი გადარჩენა შტორმის გამო გართულდა.

უკრაინამ კრეისერი МОСКВА თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

კომენტარები