რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეს ყველაფერი ჩვენს სამხედრო დოქტრინაშია – რუსეთი ბირთვული შეტევის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს მიხედვით, შესაძლო ბირთვული შეტევის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ნათლად არის ჩამოყალიბებული. ინფორმაციას Reuters რუსულ სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს სამხედრო დოქტრინა - იქ ყველაფერი წერია". - თქვა ალექსანდრე გრუშკომ.

რუსეთის მხრიდან ბირთვული არსენალის გამოყენების საკითხი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის გადასაწყვეტია.

ამასთან ერთად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ პუტინი ომის წაგებას ვერ შეეგუება, ასევე დასავლეთს მოსკოვის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების რისკის უგულებელყოფა არ შეუძლია.

"ჩვენ, სადაზვერვო სამსახური, რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების ან თუნდაც გამოყენების შესახებ პრაქტიკულ მტკიცებულებებს ვერ ვხედავთ". - თქვა ბერნსმა.

2020 წლის 2 ივნისს პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი თავის ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც "ექსკლუზიურად შეკავების საშუალებას“.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები