გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა. ბერბოკი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა ბუჩაში, სადაც რუსული სამხედრო ძალების მიერ ასობით მოკლული უკრაინელის მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.