ოკუპირებული ცხინვალი

ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევი იმარჯვებს – წინასწარი შედეგები

RFE/RL Graphics

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია ნიხასის ლიდერი, ალან გაგლოევი იმარჯვებს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა.

სააგენტო Рес-ის ცნობით, საარჩევნო ოქმების 18%-ის დათვლის შემდეგ ანატოლი ბიბილოვმა 2 274 ხმა დააგროვა, ხოლო ალან გაგლოევმა – 3 686.

მათივე ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა ალან გაგლოევს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა და წარმატება უსურვა.

"ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი". – თქვა ბიბილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს ჩატარდა. არჩევნების მეორე ტურზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს ალან გაგლოევს უჭერდა.

არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა.

კომენტარები