რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვის ოლქში დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა

Виктора Коваленко

რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქში დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.

ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში ქალაქ ბოგოდუხოვსა და მის რაიონებზე მიიტანეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები