რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინამ აშშ-სგან 70-მდე ჰაუბიცა უკვე მიიღო, მათთვის გაწვრთნეს 200-ზე მეტი სამხედრო

M777-ის ტიპის ჰაუბიცა ავღანეთში

CNN-თან საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ უკრაინისთვის გასაგზავნი M777 ტიპის ჰაუბიცის 90 ერთეულიდან 70 უკვე უკრაინაშია, ხოლო მისი გამოყენებისთვის გაწვრთნილია 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო.

"რამდენიმე ლოკაციაზე M777-სთვის გაწვრთნილია 170-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და ამას დაემატება კიდევ 50, რომლებიც წვრთნას დღეს დაასრულებენ, ასე რომ, როდესაც დაასრულებენ, შეიძლება უკვე დაასრულეს კიდეც, M777-ზე 200-ზე მეტი უკრაინელი არტილერისტი იქნება გაწვრთნილი". – ანონიმურად თქვა CNN-თან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ჰაუბიცები აშშ-ს უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ნაწილია. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები