რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ბელგოროდში 2 აფეთქება მოხდა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ორი ძლიერი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"ოცდაათი წუთის წინ ორი ძლიერი აფეთებისგან გამეღვიძა" - დაწერა მან ტელეგრამის არხზე მოსკოვის დროით 02:42 საათზე.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ნგრევაც არ მომხდარა.

1 მაისს, ბორისოვის, ბელგოროდისა და იაკოვლევსკის რაიონების საზღვარზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ასევე, 1 აპრილს, რუსეთის მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწვავის რვა რეზერვუარს და არსებობს მისი გავრცელების საფრთხე. თითო რეზერვუარის მოცულობა 2000 კუბური მეტრია. ასევე რუსული მედიის თქმით, არ არიან დაშავებულები. 

ბრალდებები უკრაინულმა მხარემ არც დაადასტურა და არც უარყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრე მოტუზიანიკის თქმით, უკრაინა რუსეთში მომხდარ ყველა კატასტროფაზე, მათ შორის ბელგროდის ხანძარზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. 

კომენტარები