რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები მელიტოპოლში სამხედრო ასაკის კაცებს მასობრივად იტაცებენ – მერი

REUTERS

ოკუპანტები მელიტოპოლიდან კაცებს მასობრივად იტაცებენ - ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.  

ფედოროვის სიტყვებით, ოკუპანტებს გატაცებულები გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ. 

"გამშვებ პუნქტებზე ადამიანებს იტაცებენ, უკვე მასობრივ გატაცებაზე გადავიდნენ. ყველა სამხედრო ასაკის კაცს იტაცებენ. ორი კვირის წინ რუსულ ჯარში გაწევრიანების შეთავაზება დაიწყეს, დღეს კი საგუშაგოებზე იტაცებენ და მიჰყავთ. 

ისინი გაურკვეველი მიმართულებით მიდიან. ადამიანები სარდაფში არაადამიანურ პირობებში ჰყავთ. ვფიქრობ, მათი გამოყენება გაცვლისთვის სურთ, ან საზრბაზნე ხორცად უკრაინასთან ომში ოპერაციებში მონაწილეობისთვის". - ამბობს ფედოროვი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები