რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: უკრაინას შეუძლია, ბრიტანეთის მიწოდებული იარაღით რუსეთის მიწაზე იერიში მიიტანოს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, მისაღები იქნება, თუ უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლურ იარაღს გამოიყენებენ.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს განახორციელებს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრიტანეთს უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის "პროვოცირებაში" ადანაშაულებს. ხოლო, საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, NATO მარიონეტულ ომს აწარმოებს. 

ამასთანავე, რუსეთი უკრაინას მის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ნავთობის საცავზე ბელგოროდში, თავდასხმაში ადანაშაულებს, მაგრამ უკრაინულ ძალებს ამას არ ადასტურებენ

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები