რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ ვართ რუსეთის ყველა კატასტროფაზე პასუხისმგებელი – უკრაინა ბელგოროდის ხანძარზე

აფეთქება ბელგოროდში

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრე მოტუზიანიკის თქმით, უკრაინა რუსეთში მომხდარ ყველა კატასტროფაზე, მათ შორის ბელგროდის ხანძარზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. 

"უკრაინა რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად ატარებს თავდაცვით ოპერაციებს და ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარ ყველა არასწორ გათვლაზე, ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე პასუხისმგებლები ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავთ მსგავს ბრალდებებს, ამიტომ ამ ინფორმაციას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ". - თქვა სამინისტროს წარმომადგენელმა. 

რუსული მხარის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწვავის რვა რეზერვუარს და არსებობს მისი გავრცელების საფრთხე. თითო რეზერვუარის მოცულობა 2000 კუბური მეტრია. ასევე რუსული მედიის თქმით, არ არიან დაშავებულები. 

ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ  აღნიშნა, რომ უკრაინის სავარაუდო მონაწილეობას ბელგოროდში საწვავის საცავზე თავდასხმაში ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს.

კომენტარები