რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ლიკვიდირებულია 22 400 სამხედრო, 939 ტანკი" – უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების დანაკარგებზე

უკრაინელი სამხედრო ბუჩის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ქალაქის დაბრუნებას აღნიშნავს, 2022 წლის 2 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 22 400 სამხედრო დაკარგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

გენერალური შტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 27 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 22 400 სამხედრო,
  • ტანკები - 829
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 342
  • საარტილერიო სისტემები - 421
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 149
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 71
  • თვითმფრინავი -  185
  • ვერტმფრენები - 155
  • გემები / ნავები - 8
  • საწვავის ავზები - 76
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 207
  • სპეციალური აღჭურვილობა - 31

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები