რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერგეი ლავროვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურ მდივანთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიევის წინადადება სამშვიდობო მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვის შესახებ უარყო და თქვა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება შუამავალი მოლაპარაკებებში.

ასევე, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების გზით დიპლომატიური კონსესუსის მიღწევა სურს.

შეხვედრის შემდეგ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, რომ ის მზად არის სრულად მიმართოს ორგანიზაციის რესურსები სიცოცხლის გადასარჩენისა და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისკენ. 

"გაერო მზადაა, თავისი ადამიანური და ლოგისტიკური რესურსები მარიუპოლში სიცოცხლის გადასარჩენად მიმართოს. ჩვენ წითელ ჯვარს კოორდინირებული მუშაობისკენ მოვუწოდებთ, რათა აზოვსტალის ქარხანაში ჩარჩენილმა მოქალაქეებმა მარიუპოლის დატოვება შეძლონ". - ამბობს გუტერეში. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ იგი შეშფოთებულია და არსებული ფაქტები დამოუკიდებელ გამოძიებას საჭიროებს. 

კომენტარები