გიორგი მარგველაშვილი

მელია: მარგველაშვილი გახდება ენმ-ს თავმჯდომარე და მე გავხდები მეოთხე პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი გახდება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მე გავხდები ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კომბინაცია შეიძლება გათამაშდეს. გიორგი მარგველაშვილის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გახდომის შემთხვევაში, მე გავხდები ავტომატურად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი. ეს კითხვა არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაწერილი, გადმოგზავნილი ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-ში, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი დღესაც მუშაობს. ეს კითხვა არ არის არცერთი პროდიუსერის მიერ შემუშავებული, ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაწერილი კითხვა. იცით, რა საერთაშორისო სკანდალშია ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება გახვეული და მოიგონეთ ეს. ვერიდები ჟურნალისტებთან კონფრონტაციას. ნამდვილად გული მწყდება და არ არის სასიამოვნო სანახავი, სუს-ის რომელიღაც დეპარტამენტის თანამშრომლის კითხვას აჟღერებდეს ჟურნალისტი, განსაკუთრებით, რუსთავი 2-იდან.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ IPN-ის ცნობით. 26 აპრილს სახელისუფლებო ტელეკომპანიამ, რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება.

კომენტარები