გიორგი მარგველაშვილი

ენმ: მარგველაშვილზე ინფორმაციას არ ვადასტურებთ, მსგავსი განხილვა არ ყოფილა

26 აპრილს სახელისუფლებო ტელეკომპანიამ, რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდება. მათი ცნობით, მარგველაშვილმა შეთავაზება მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. 

ტაბულამ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვით ენმ-ს პრესსამსახურს მიმართა. პარტიაში ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მსგავსი განხილვა არ ყოფილა.

"მარგველაშვილზე ინფორმაციას არ ვადასტურებთ. მსგავსი განხილვა და საუბრები პარტიაში საერთოდ არ ყოფილა". – ამბობენ ენმ-ში.

ტაბულა ინფორმაციის გადასამოწმებლად ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებასაც ცდილობს.

კომენტარები