რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ Stormer-ის ტრანსპორტიორებს აჩუქებს

ბრიტანეთის მე-12 სამეფო საარტილერიო პოლკის Stormer-ი, MedMan-ის წვრთნებზე

გაერთიანებული სამეფო უკრაინას აჩუქებს რამდენიმე Stormer-ის ტიპის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, რომლებიც აღჭურვილია მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემით. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა წარმომადგენელთა პალატის წინ განაცხადა. 

"ახლა, წარმომადგენელთა პალატის წინ, შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ [უკრაინას] ვაჩუქებთ მცირე რაოდენობის ჯავშანტრანსპორტიორებს, რომლებიც აღჭურვილია ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარებით". – თქვა ბენ უოლასმა. 

Alvis Stormer-ი არის ბრიტანული ჯავშანტრანსპორტიორი, რომლის წარმოებაც 1970-იან წლებში დაიწყო. ბრიტანეთის არმიაში ჯავშანტექნიკაზე, მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვისთვის, დაამონტაჟეს მაღალი სიჩქარის რაკეტები, როგორებიცაა Starstreak-ისა და Martlet-ის ტიპის რაკეტები. 

გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთი უკრაინისთვის ჰაერსაქინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფილი ჯავშანტექნიკის გადაცემას აპირებდა.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე გადასცა Starstreak-ის საზენიტო სისტემებიც. 

კომენტარები