რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

Starstreak-ის სისტემა

გაერთიანებული სამეფო უკრაინას Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ამის შეხაბ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა BBC-სთან ისაუბრა.

საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა გასულ კვირაში განიხილებოდა.

Starstreak-ის რაკეტებს შეუძლიათ ბგერის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად ფრენა, როგორც ამას ბრიტანეთის არმიაში ამბობენ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დანადგარის მხარზე შემოდებითა და დამიზნებით, ისე სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებით. 

Starstreak-ის სისტემის გამოყენება შეიძლება ვერტმფრენების, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ავიაგამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლებიც დაახლოებით 6 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ. 

ბრიტანეთის არმია ამ სისტემას 1997 წლიდან იყენებს. თავდაპირველად ის ტრანსპორტიორებზე მაგრდებოდა, ბოლო დროში კი ქვეითების მიერაც გამოიყენება.

კომენტარები