რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთმა რუსი სამხედროების მიერ მელიტოპოლიდან კონსულის გატაცება უარყო

ბულგარეთმა უარყო ინფორმაცია მელიტოპოლში რუსი სამხედროების მიერ ბულგარეთის კონსულის, სერგეი ჟელევის გატაცების შესახებ. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დიპლომატი უსაფრთხოდ არის.

ბულგარეთის კონსულის გატაცების შესახებ ინფორმაცია მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.

"ქვეყნის მასშტაბით ჩემი 50 კოლეგა გაიტაცეს, მათგან 29 ახლა ოკუპანტების ციხეშია. რაც შეეხება აქტივისტებს, ბიზნესმენებს, ოკუპანტებს აქაც იგივე პრაქტიკა აქვთ, იტაცებენ ყველას, ვინც პატრიოტული განწყობებითაა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს". – თქვა ფედოროვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები