რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთმა სირიისკენ მიმავალ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურა

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ მომდევნო სამი თვე სირიისკენ მიმავალ რუსულ თვითმფრინავებს, როგორც სამოქალაქოს, ისე სამხედროს, თურქეთი ცას ჩაუკეტავს.

შეზღუდვის შედეგად, რუსულ თვითმფრინავებს უფრო გრძელი მარშრუტის გავლა მოუწევთ, რაც ართულებს პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადისადმი რუსეთის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას.

NATO-ს წევრმა თურქეთი არ შეუერთდა ევროკავშირისა და აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ მან დაბლოკა მისი წყლებით რუსული ხომალდების შესვლა შავ ზღვაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები