რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის ოლქში ყოველი მესამე დაღუპული ბუჩიდან არის – ქალაქის მერი

ბუჩის მერის, ანატოლი ფედორუკის ინფორმაციით, კიევის ოლქში ყოველი მე-3 დაღუპული ბუჩიდან არის. 

ბოლო მონაცემებით, ოკუპანტებმა ბუჩაში 412 ადამიანი მოკლეს, თუმცა, მერის თქმით, რაოდენობა საბოლოო არ არის. 

"ამ დრომდე ნაპოვნი ცხედრების რაოდენობის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ კიევის ოლქში ყოველი მესამე მსხვერპლი ბუჩიდან არის 

[...] ხმელნიცკში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძართან მასობრივი საფლავი გამოყო, სადაც სულ 117 ცხედარი იპოვეს, მათ შორის, 30 ქალის და 2 ბავშვის". - დაწერა მან.   

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები