რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთში მე-19 საუკუნის ეკლესიაზე ომის სიმბოლო Z განათავსეს

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ გოლუბკოვსკოეში მე-19 საუკუნეში აშენებულ და შემდგომში რესტავრირებულ ამაღლების ეკლესიაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის სიმბოლო Z განათავსეს.

მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარზე ომის სიმბოლოს მიმმაგრებლმა აქტივისტმა აღნიშნა, რომ Z-ის გამოყენება პუტინისა და ომში დაღუპული ჯარისკაცების მხარდასაჭერად გადაწყვიტა.

"ასო Z დროებით მივამაგრეთ. ჩვენი არმიის მხარდასაჭერად, ჩვენი პრეზიდენტის მხარდასაჭერად. მათ მხარდასაჭერად, ვინც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის". - აღნიშნა აქტივისტმა.

ეპარქიის სამმართველოს მდივნის, მღვდელი დმიტრი იამშიკოვის თქმით, აქტივისტების ნაბიჯი ეპარქიასთან და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შეთანხმებული არ იყო.

კომენტარები