რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: ლვოვზე თავდასხმა აჩვენებს, უკრაინის არცერთი ნაწილი არაა დაცული კრემლის აგრესიისგან

ჯოზეფ ბორელი
European Interest

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, უკრაინის დასავლეთით, მათ შორის ქალაქ ლვოვში რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინის არცერთი ნაწილი არ არის დაცული კრემლის თავდასხმისგან

"კვირების განმავლობაში უკრაინა რუსეთის მხრიდან ყველაზე ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების მსხვერპლია. ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოასახლეობისა და ინფრასტრუქტურის განურჩეველ და არალეგალურ უწყვეტად დაბომბვას" – თქვა ბორელმა

18 აპრილს რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმებს ლვოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 8 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. 

მისივე ცნობით, ქალაქს ოთხი რაკეტა დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები