რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში სარაკეტო იერიშები მიიტანეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ჯერჯერობით არაა დაზუსტებით ცნობილი თუ რამდენი რაკეტა ისროლეს ოკუპანტებმა. 

ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, მაკსიმ კოზიცკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 4 სარაკეტო იერიში, ლვოვის მერის თქმით კი – 5.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები