რუსეთი

გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მისი ცოლი და შვილი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

dynamo33.ru

გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ვლადისლავ ავაევი, მისი ცოლი და შვილი ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს

რუსული მედიაგამოცემის, TASS-ის ცნობით, სამართალდამცავების წინასწარი ვერსიით, ავაევმა ჯერ ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა. წყაროს თანახმად, დანაშაულის მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

დაღუპულები ნათესავებმა იპოვეს. მანამდე ისინი ტელეფონით დაკავშირებას ცდილობდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. საგამოძიებო კომიტეტმა მოკლულთა ბინიდან ვიდეომასალაც გამოაქვეყნა. 

კომენტარები