რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბაიდენზე: ვფიქრობ, რომ ჩამოვა, თუმცა ეს უსაფრთხოების ზომებზეა დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევს ეწვევა. 

"ვფიქრობ, ამას გააკეთებს. თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ეს ასევე დამოკიდებულია უსაფრთხოების ზომებზე. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ რადგან ის შეერთებული შტატების ლიდერია, ამიტომ უნდა ჩამოვიდეს აქ, ამ ყველაფრის სანახავად". - თქვა ზელენსკიმ, როდესაც ჰკითხეს, იცოდა თუ არა რაიმე აშშ-ს პრეზიდენტის სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით.

ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ აშშ მალე გადაწყვეტს, გაგზავნოს თუ არა უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირი, თუმცა Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადმინისტრაცია თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის, ან სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გაგზავნას გეგმავს კიევში.

15 აპრილს თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში არ გაგზავნიან.

კომენტარები