რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინაში არ ვგზავნით

ჯენ ფსაკი
Reuters

თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში გაგზავნა არ იგეგმება. 

"ის (ბაიდენი) ყველაფრისთვის მზადაა. ამ კაცს ჩქარი მანქანები და თვითმფრინავები უყვარს... ის მზადაა უკრაინაში წასასვლელად. ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში". - თქვა ჯენ ფსაკიმ Pod Save America-ს პოდკასტში.

გასულ დღეებში ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის მზად იყო უკრაინაში გასამგზავრებლად.

ფსაკიმ დაამატა, რომ ამერიკას შეუძლია "ამოისუნთქოს".

"არაფრის, ამერიკა... ჩვენ ის ბევრი რამის გასაკეთებლად გვჭირდება". - აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა უკრაინაში გამგზავრების მზადყოფნა გამოთქვა, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ.

"ჩვენ ჯერ კიდევ განხილვის პროცესში ვართ, ახლა ვწყვეტთ ამას". - ამბობდნენ თეთრ სახლში.  

26 მარტს ჯო ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში ჩავიდა. ის უკრაინელ ლტოვილებსა და იქ მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდა. პოლონეთში ყოფნის დროს ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "ყასაბი" უწოდა.

კომენტარები