რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთის შემოჭრიდან დღემდე ოკუპანტების სამხედრო დანაკარგმა 20 000-ს მიაღწია

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტების სამხედრო დანაკარგმა 20 000-ს მიაღწია. რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 20 000 ადამიანი,
  • ტანკები - 756
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 976
  • საარტილერიო სისტემები - 366
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] - 122
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 66
  • თვითმფრინავი -  163
  • ვერტმფრენები - 144
  • გემები / ნავები - 8
  • საწვავის ავზები - 76
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 135
  • სპეციალური აღჭურვილობა - 25

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის განცხადებაში წერია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები