რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 14 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, კრეისერი МОСКВА უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბუქსირებისას ჩაიძირა. კრემლმა ეს პრეტენზია უარყო და განაცხადა, რომ МОСКВА შემთხვევითი ცეცხლისა და საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად დაზიანდა. უკრაინის თავდაპირველი ინფორმაცია, რომ სამხედრო ხომალდი 13 აპრილს ჩაიძირა, სავარაუდოდ მცდარი იყო, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ МОСКВА ყირიმში ბუქსირებისას ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა. 

МОСКВА-ს სამხედრო გემის ჩაძირვის ფაქტი უკრაინისთვის დიდი მიღწევაა. სამხედრო გემი რუსეთის შემოჭრის პირველ დღეებში, სამარცხვინო „გველის კუნძულის“ ინციდენტში მონაწილეობდა. ამ ეტაპზე კრემლი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფლოტის დანაკარგის ახსნას ცდილობს. ოკუპანტების ისტორია შემთხვევითი ხანძრისა და საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ, სავარაუდოდ, რუსეთის ქვედანაყოფებში ზნეობრივ კრიზისს გააძლიერებს. ეს ყველაფერი რუსეთის შესაძლო ხარვეზებზე მიუთითებს, მათ შორის, ცუდ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე.

МОСКВА-ს ჩაძირვა რუსეთის მხრიდან ფრთოსანი რაკეტებით შეტევებს შეამცირებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციებს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს.

МОСКВА-ს მთავარი როლი, სავარაუდოდ, კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით ლოგისტიკურ ცენტრებსა და აეროდრომებზე ზუსტი დარტყმების განხორციელება იყო. Სამხედრო შეტევები იყო ეფექტური, მაგრამ საჰაერო თავდასხმებთან და სახმელეთო ფრთოსან რაკეტებთან შედარებით, შეზღუდული რაოდენობით იყო. შესაბამისად, МОСКВА-ს დანაკარგმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშოს. უკრაინის მზადყოფნამ, რაც გულისხმობს შავ ზღვაში ოკუპანტების სამხედრო ხომალდების დამიზნებას, შესაძლოა, რუსეთის საბრძოლო გეგმა შეცვალოს. რუსეთის სამხედრო ძალებმა შესაძლოა შავ ზღვაში დამატებითი საჰაერო და თავდაცვითი საშუალებები განალაგონ.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • 14 აპრილს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი МОСКВА-ს 13 აპრილს უკრაინის ფრთოსანი რაკეტის სავარაუდო დარტყმის შემდეგ, ჩაიძირა. მოსკოვის დაკარგვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული გამარჯვებაა, მაგრამ, სავარაუდოდ, რუსეთის ოპერაციებზე მხოლოდ შეზღუდული ეფექტი ექნება.
  • უკრაინის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის სამხედრო პირების ნაწილი დაატყვევეს, თუმცა უკრაინელი დამცველები ოკუპანტების თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ.
  • 14 აპრილს რუსეთის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, დაზარალებული ქვედანაყოფები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად გადაიყვანეს. ამასთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალები ტერიტორიების აღებას ვერ ახერხებენ.
  • უკრაინელი პარტიზანები, მელიტოპოლში სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებიდან აქტიურობდნენ.
  • ოკუპანტები აღმოსავლეთ უკრაინაში შემდგომი განლაგებისთვის ბელარუსიდან რუსეთში გადასვლას განაგრძობენ.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი დომბაში ახალწვეულების გაგზავნას უშედეგოდ ცდილობს. გენშტაბის მიხედვით, ოკუპანტები 60 000-70 000 პერსონალის მობილიზებას ცდილობენ, თუმცა მხოლოდ 20% შეაგროვეს. გენშტაბი დამატებით იტყობინება, რომ რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტისა და მე-8 გაერთიანებული არმიის დაუზუსტებელი ელემენტები უკრაინაში განლაგებისთვის ემზადებიან.

 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები