უბედური შემთხვევა

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში 35 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცი სადენებს ამოტაჟებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები