რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი: რუსეთის სამხედრო ძალები კიევს აიღებენ

რამზან კადიროვი
TASS

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები შეტევას არა მხოლოდ მარიუპოლის პორტზე, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზეც განახორციელებენ.

"შეტევები იქნება...არა მარტო მარიუპოლზე, არამედ სხვა ქალაქებსა და სოფლებზეც. უპირველეს ყოვლისა, დონეცკსა და ლუგანსკს სრულად გავათავისუფლებთ და შემდგომ კიევსა და სხვა ქალაქებს ავიღებთ". - ამის შესახებ კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

კადიროვის თქმით, ისინი კიევს აუცილებლად აიღებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები