ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ე.წ. საარჩევნო პროცესი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
vestnikkavkaza.net

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბლოვი და პარტია ნიხასის ხელმძღვანელი, ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.

არსებული მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა გაგლოევმა აიღო, თუმცა საბოლოო მონაცემები თბილისის დროით 12 საათზე გამოცხადდება.

ე.წ. პრეზიდენტობის დანარჩენმა კანდიდატებმა: ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერმა, ალექსანდრ პლიევმა, ე.წ. დეპუტატმა, გარი მულდაროვმა და ყოფილმა ე.წ. დეპუტატმა, დიმიტრი ტასოევმა მხარდაჭერა ალან გაგლოევს გამოუცხადეს. 

ე.წ. არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 2 კვირის შემდეგ ჩატარდეს. 

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა

კომენტარები