ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი საკუთარ პოზიციას ტოვებს და ვლადიმირ პუტინის მრჩევლად ინიშნება.
"მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე. დღეიდან გადავდივარ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურში და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას ვთმობ." - თქვა გაგლოევმა.
გაგლოევის ადგილს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე, მარატ კამბოლოვი, დაიკავებს.
გასულ დღეს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ გაგლოევსა და პუტინს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართებოდა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, განიხილებოდა ორმხრივი დიალოგის გაფართოების საკითხი. ცნობა გაგლოევის პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა.





