რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის პატრიარქი: უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს ხელისუფლების გარშემო გავერთიანდეთ

Alamy Stock Photo

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის პარალელურად რუს ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

"უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის, მათ შორის, ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშე აღივსოს პასუხისმგებლობით, თავმდაბლობით და მზადყოფნით, რომ ემსახუროს მათ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

[...] გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე შიდა მტრის მოგერიების უნარი". – თქვა რუსეთის პატრიარქმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები