რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა – ხარკოვის ოლქის გუბერნატორი

რუსული სამხედრო კოლონა
სატელიტური ფოტოები

ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა. ამის შესახებ მან FACEBOOK-მიმართვაში თქვა და რუსების დანაკარგებსა და უკრაინელების წარმატებებზეც ისაუბრა. 

"გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 66-მდე საარტილერიო და ნაღმტყორცნებით დარტმები მოგვაყენა. დაბომბვის შედეგად, სამწუხაროდ, 9 ადამიანი დაიღუპა.  ამ დღეებში ისევ დაბომბეს დერგაჩი - დაიღუპა 2 ადამიანი. როგორც ვხედავთ, რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას აგრძელებს, რადგან ფრონტზე ვერ იმარჯვებს.  ასევე, ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს - განადგურდა მტრის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის დიდი კოლონა, რომელიც მიემართებოდა იზიუმისკენ. ასევე ოლხოვკაში, ხარკოვის რაიონში, ჩვენმა ძალებმა მთლიანად გაწმინდეს ტერიტორია. 92-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ორმო რუსი ჯარისკაცების ცხედრებით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევიან ეს არაადამიანები თავისიანებსაც კი". - ამბობს სინეგუბოვი.

მისივე თქმით, გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და უკვე 20 000-მდე მოქალაქის გამოყვანა შეძლეს. 

12-კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონის სატელიტური ფოტოები CNN-მა გაავრცელა, რომელიც 8 აპრილით თარიღდება. 

კომენტარები