არის რამდენიმე საკითხი, რაც ჩვენს ყურადღებას იპყრობს, როდესაც ასეთი საგანგაშო ინფორმაცია გახდა ცნობილი უკრაინის დაზვერვის მხრიდან. ერთი განცხადება თუ არის გაკეთებული საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომ ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველო იქცეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალებად - აი, ამ სიტყვებით. ვინმემ თქვა თუ არა, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იქნას გამოყენებული რუსეთისთვის სანქციებიდან გვერდის ასავლელდ, მე არ მომისმენია ასეთი განცხადება. ან, მეორე განცხადება, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც რუსეთს დაეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. ასეთ განცხადებების ნაცვლად ჩვენ გვესმის მხოლოდ ერთადერთი განცხადება ღარიბაშვილის - არავითარ შემთხვევაში ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე წინ არაფერს დავაყენებთ და სანქციებს არ შევუერთდებით, რაც ირიბად არის დაპატიჟება, რომ სანქციების დარღვევის საშუალება გაჩნდეს ტერიტორიაზე.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ბოკერია: მთავრობის განცხადება თუ არსებობს, რომ არ გავხდებით სანქციების დარღვევის საშუალება
tbl.ge/5y4e
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
გიგა ბოკერიაევროპული საქართველორუსეთ-უკრაინის ომიეკონომიკური სანქციები რუსეთსრუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
ამავე თემაზე
- Bild: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
- უკრაინა: გავანადგურეთ რუსული გამნაღმველი გემი "კოვროვეცი"
- უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი
- ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა
- NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს